პარტიის პასუხები

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა, პირიქით, უნდა შემცირდეს
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ, უფრო მეტიც, კერძო კომპანიები ვალდებული უნდა იყვნენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია სახელფასო განაკვეთების კატეგორიების შესახებ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? დიახ, მაგრამ მხოლოდ ისეთ სფეროებში, სადაც კერძო სექტორი ნაკლებად არის წარმოდგენილი
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
  7. 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ, მხოლოდ წვრილი გლეხური მეურნეობების;
  8. 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა
  9. 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? დიახ
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? არა, გარდა გაუპატიურების, ან დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობისას.
  11. 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? დიახ, „ონლაინ“ აზარტული თამაშები (ანუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი) უნდა აიკრძალოს, ხოლო ფიქსირებულ ადგილზე აზარტული თამაშები მხოლოდ სპეციალურ გეოგრაფიულ ზონებში შეიძლება იყოს დაშვებული;

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა, თუმცა შეიძლება, ფინანსურად წახალისდნენ ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები
  2. 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებები (მართლმადიდებელი, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის). პარტიის განმარტება: მხოლოდ მიზნობრივად და სრული გამჭვირვალობის პირობით.

    Комментарий партии: Только целенаправленно и .....с полной прозрачностью.

    Partiya şərhi: yalnız məqsədyönlü… və tam şəffaflıq şərtləri ilə.

    կուսակցության բացատրությունը: Միայն նպատակաուղղված... և լիարժեք թափանցիկության սկզբունքով.

  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ პარტიის განმარტება: დიახ, მაგრამ უნდა შემცირდეს მისი ოდენობა და განხორციელდეს მისი ძირეული რეფორმა დამოუკიდებლობის და პროდუქციის ხარისხის ზრდა, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების თანაბარი გაშუქების მიმართულებით და არამხოლოდ.

    Комментарий партии: Но его количество должно быть уменьшено, а его фундаментальная реформа должна быть проведена для повышения независимости и качества продукции, а также соотношения политических и общественных групп с точки зрения освещения и т.д.

    Partiya şərhi: Amma onun miqdarı azaldılmalı və köklü islahatı həyata keçirilməli, sərbəstlik və məhsulun keyfiyyətinin artırılması, eləcə də siyasi və ictimai qrupların bərabər işıqlandırılması istiqaməti ilə və təkcə bununla da yox.

    կուսակցության բացատրությունը: Բայց դրա քանակը պետք է կրճատվի և իրականացվի դրա հիմնավոր բարեփոխումը` անկախության և արտադրանքի որակի բարձրացման, ինչպես նաև քաղաքական և հասարակական խմբերի հավասար լուսաբանման ուղղությամբ և ոչ միայն:

  5. 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? არა
  6. 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? დიახ, მხოლოდ კაცებისთვის პარტიის განმარტება: არაუმეტეს 6 თვის ვადით (ორ ნაწილად გაყოფის უფლებით), სათანადო პირობებით და რეალური სამხედრო მომზადებით.

    Комментарий партии: На срок не более 6 месяцев (с правом разделения на две части), с соответствующими условиями и реальной военной подготовкой.

    Partiya şərhi: ən çoxu 6 ay müddətinə (iki hissəyə bölgü hüququ ilə), lazımi şərtlərlə və real hərbi hazırlıqla.

    կուսակցության բացատրությունը: 6 ամիսը չգերազանցող ժամկետով (երկու մասի բաժանելու իրավունքով), պատշաճ պայմաններով և իրական ռազմական պատրաստվածությամբ:

  7. 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ, მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე/ქონებაზე პარტიის განმარტება: კულტურული ღირებულების არსებობის შემთხვევაში, მათი სათანადო საცავში გადატანის პირობით.

    Комментарий партии: В случае культурной ценности, при условии, что они передаются в надлежащее хранилище.

    Partiya şərhi: Mədəni dəyərlərin olduğu halda, onların lazımi yerə köçürülməsi şərti ilə.

    կուսակցության բացատրությունը: Մշակութային արժեքի դեպքում `դրանք համապատասխան պահոց տեղափոխելու պայմանով:

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  4. 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  5. 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ
  6. 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ
  7. 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
  8. 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა

განათლების საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას? არა პარტიის განმარტება: მხოლოდ შეზღუდული და ადაპტირებული ფორმით, ბიოლოგიის კურსის ფარგლებში.

    Комментарий партии: Только в ограниченной и адаптированной форме, в рамках курса биологии.

    Partiya şərhi: Yalnız məhdud və adaptasiya edilmiş forma ilə, biologiya kursu hüdudlarında.

    կուսակցության բացատրությունը: Միայն սահմանափակ և հարմարեցված ձևով ՝ կենսաբանության դասընթացի շրջանակներում:

  2. 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება? დიახ
  3. 3. სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს თუ არა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები? დიახ