შეკითხვა:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები?

შედეგები
არა 4826 ხმა
დიახ 716 ხმა
4%
დიახ
4%
დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია
5%
დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებები (მართლმადიდებელი, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის).
87%
არა

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომლითაც ეკლესიას მიენიჭა მთელი რიგი პრივილეგიებისა. 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს 25 მლნ ლარს.

გარდა ამისა,  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციები. ამ მიზნით, 2020 წელს სახელმწიფომ 4 600 000 ლარი გამოყო.