შეკითხვა:

უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება?

შედეგები
არა 1771 ხმა
დიახ 7574 ხმა
40%
დიახ
41%
დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
19%
არა

2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, უცხოელი 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის, მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებდა. აღნიშნული დებულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, შესაბამისად, ამ კუთხით არანაირი საკანონმდებლო აკრძალვა არ ამოქმედდა.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მე-19 მუხლს  დაემატა ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში შეიძლება იყოს. კონსტიტუცია, ასევე, მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით, რომელიც მიღებული იქნა 2019 წელს.