შეკითხვა:

უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია?

შედეგები
არა 2068 ხმა
დიახ 7275 ხმა
51%
დიახ
11%
დიახ, მაგრამ მხოლოდ მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს
16%
დიახ, მაგრამ მხოლოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების კონტროლის უფლებამოსილებით.
22%
არა

შრომის ინსპექცია - სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უწევს მონიტორინგს შრომითი კანონმდებლობის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში სანქციების გატარებას. შრომით კანონმდებლობის დაცვაში იგულისხმება: შრომის პირობების კონტროლი, შრომითი ხელშეკრულებების შრომის კოდექსთან შესაბამისობის შემოწმება, შრომითი დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა და ა.შ.

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომლითაც ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, ნებისმიერ დროს. საზედამხედველო ორგანოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე.