საქართველოში ქალების საპენსიო ასაკი 60 წლიდან იწყება, ხოლო მამაკაცების – 65 წლიდან. ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საპენსიო ასაკის ზღვრების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.
შრომის ინსპექცია - სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უწევს მონიტორინგს შრომითი კანონმდებლობის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში სანქციების გატარებას. შრომით კანონმდებლობის დაცვაში იგულისხმება: შრომის პირობების კონტროლი, შრომითი ხელშეკრულებების შრომის კოდექსთან შესაბამისობის შემოწმება, შრომითი დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა და ა.შ.
2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომლითაც ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, ნებისმიერ დროს. საზედამხედველო ორგანოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქციები. კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე.
2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით (თვითდასაქმებულთა ჩათვლით) 17.7%-ს შეადგენს.
ამჟამად საქართველოში უმუშევართა შემწეობა არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის 351-ე ბრძანებით, საქართველოში მინიმალური თვიური ხელფასი შეადგენს 20 ლარს.
ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით. ქართული კანონმდებლობით, ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობის მიღება აკრძალულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ევთანაზიის რეგულირების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2019 წელს საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას (შემოსავლის 2%) და სახელმწიფოსა (ასევე, შემოსავლის 2%) და დამსაქმებლის მიერ დამატებულ სახსრებს (ასევე, შემოსავლის 2-2 პროცენტის ოდენობით) სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, რომელიც აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს მას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს.
აბორტი არის სამედიცინო პროცედურა, რომლის შედეგადაც ხდება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, ნაყოფის მოცილებით გზით. ქართული კანონმდებლობით, აბორტის გაკეთება დაშვებულია ორსულობის მხოლოდ პირველი სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდება გასაუბრება და ამოიწურება მოსაფიქრებლად გამოყოფილი 5-დღიანი ვადა. თუ ორსულობიდან სამ თვეზე მეტი ვადაა გასული, აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აბორტის რეგულირების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ინტერაქტიულ რუკაზე.
საქართველოს კანონმდებლობით, აზარტული და მომგებიანი თამაშები არ არის აკრძალული. თუმცა, 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და 2019 წლის იანვრიდან ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულოა გახდა. წესების მიხედვით, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ არის საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.
კვოტირება მიზნად ისახავს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისებას. საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს მიიღო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომლითაც პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტები დაინერგა. კანონის მიხედვით
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში გენდერული კვოტირების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომლითაც ეკლესიას მიენიჭა მთელი რიგი პრივილეგიებისა. 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს 25 მლნ ლარს.
გარდა ამისა, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციები. ამ მიზნით, 2020 წელს სახელმწიფომ 4 600 000 ლარი გამოყო.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი). 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს 25 მლნ ლარს. გარდა ამისა, კონკორდატი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ითვალისწინებს სხვა შეღავათებსაც. მაგალითად, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.
2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 68.7 მილიონ ლარს შეადგენს.
2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, უცხოელი 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის, მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებდა. აღნიშნული დებულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, შესაბამისად, ამ კუთხით არანაირი საკანონმდებლო აკრძალვა არ ამოქმედდა.
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მე-19 მუხლს დაემატა ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში შეიძლება იყოს. კონსტიტუცია, ასევე, მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით, რომელიც მიღებული იქნა 2019 წელს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (მამრობითი სქესის), რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელი სამხედრო სამსახურში მსახურობს 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტიის შესახებ“ კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებას საჯარო სივრცეში. ასეთი სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით სპეციალურად შექმნილი კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა.
ამჟამად ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე ვრცელდება, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობს, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი გეგმური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ანაზღაურებს მედიკამენტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით მარიხუანას მცირე დოზით მოხმარება კანონდარღვევად აღარ ითვლება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
დასავლური ქვეყნების მხრიდან რუსეთისადმი სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის - ყირიმის ნახევარკუნძულის, ანექსია მოახდინა. სანქციები ძირითადად მოიცავს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებისა და კომპანიების აქტივების გაყინვას, გარკვეული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების რუსეთზე მიყიდვის აკრძალვას და სხვა.
მას შემდეგ სხვადასხვა წლებში სანქციების შინაარსი და მასშტაბები არაერთხელ შეიცვალა.
რუსეთი საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებს პროპაგანდის სხვადასხვა ელემენტს. რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, რომლებიც სხვადასხვაგვარად ცდილობენ მიზანმიმართული დეზინფორმაციისგან თავის დაცვას. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე აკრძალა ზოგიერთი რუსული არხის მაუწყებლობა. მოგვიანებით, 2016 წელს კი უკრაინამ დაბლოკა რუსული წამყვანი სოციალური მედიის ვებგვერდები. 2018 წლის 12 თებერვლიდან მოლდოვაში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც აიკრძალა რუსული საინფორმაციო და პოლიტიკური ტელეარხების მაუწყებლობა. ლატვიაშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ამ ქვეყნის მთავრობამ 2016 წელს ტელე-არხ Rossiya-RTR-ის ტრანსლირება 6 თვით შეზღუდა, ხოლო Sputnik-ის ტრანსლირება საერთოდ აკრძალა.
ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო - 7-9, ხოლო საშუალო - 10 - 12 კლასებს.
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.