პარტიის პასუხები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა პარტიის განმარტება: დაგროვებითი საპენსიო სქემის იმ მონაწილეთათვის, რომელთაც პენსიის დაგროვება დღეიდან 20 წელზე მეტს ხანს უწევთ, მათთვის შეიძლება გაიზარდოს საპენსიო ასაკი.

    Комментарий партии: Для участников накопительной пенсионной системы, которым приходиться накапливать пенсию начиная с сегодняшнего дня более 20 лет, пенсионный возраст может быть повышен.

    Partiya şərhi: Toplanılan pensiya sxeminin bu gündən etibarən pensiyasının toplanılması 20 ildən çox vaxt sürən iştirakçılar üçün pensiya yaş həddi artırıla bilər.

    կուսակցության բացատրությունը: Կենսաթոշակային տարիքը կարող է ավելացվել կուտակային կենսաթոշակային սխեմայի այն մասնակիցների համար, ովքեր կենսաթոշակ են կուտակելու այսօրվանից ավելի քան 20 տարի։

  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? არა, არსებობს ბევრი სხვა კრიტერიუმი (განათლება, გამოცდილება, თანამდებობის სპეციფიკა და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას პარტიის განმარტება: მხოლოდ მაშინ უნდა ერეოდეს სახელმწიფო ამ საკითხის რეგულირებაში, თუ დისკრიმინაცია ხდება სქესის ნიშნით.

    Комментарий партии: Государство должно вмешиваться в регулирование этого вопроса только в том случае, если имеет место дискриминация по признаку пола.

    Partiya şərhi: Dövlət bu məsələnin tənzimlənməsinə yalnız cinsiyyət baxımından ayrı-seçkilik edildiyi təqdirdə müdaxilə etməlidir.

    կուսակցության բացատրությունը: Պետությունը պետք է միջամտի այս խնդրի կարգավորմանը միայն այն դեպքում, եթե սեռի հողի վրա խտրականություն է տեղի ունենում:

  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ, მაგრამ მხოლოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების კონტროლის უფლებამოსილებით.
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? არა პარტიის განმარტება: მხოლოდ მათთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო შემწეობა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის.

    Комментарий партии: Государственное пособие должны получать только те, кто находится за чертой бедности.

    Partiya şərhi: Yalnız yoxsulluq həddindən aşağı olanlar dövlət müavinətinə sahib olmalıdırlar.

    կուսակցության բացատրությունը: Պետական ​​նպաստ պետք է ունենան միայն նրանք, ովքեր աղքատության շեմից ցածր են:

  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? არა
  7. 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? არა პარტიის განმარტება: სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ინფრასტრუქტურის, ირიგაციის და საგარეო ბაზრების გახსნის თვალსაზრისით და ამით შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობას.

    Комментарий партии: Государство должно создавать условия с точки зрения (инфраструктуры, орошения и открытия внешних рынков и, таким образом, способствовать развитию сельского хозяйства.)

    Partiya şərhi: Dövlət infrastrukturun, irriqasiya və xarici bazarların açılışı nöqteyi-nəzəri ilə şərait yaratmalıdır və bununla kənd təsərrüfatına dəstək verməlidir.

    կուսակցության բացատրությունը: Պետությունը պետք է պայմաններ ստեղծի ենթակառուցվածքների, ոռոգման և արտաքին շուկաների բացման տեսանկյունից և այդպիսով խթանի գյուղատնտեսությունը:

  8. 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული; პარტიის განმარტება: ამ საკითხზე პარტიას არ აქვს ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია. შესაბამისად, შერჩეული პასუხი, პარტიის გაცხადებული მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, ამ კითხვარის ავტორთა ვარაუდია.

    Комментарий партии: У партии нет единой позиции по этому поводу. Соответственно, выбранный ответ с учетом заявленного мировоззрения партии, является предположением авторов анкеты.

    Partiya şərhi: Bu suala partiyanın vahid formalaşdırılmış mövqeyi yoxdur. Müvafiq olaraq, seçilmiş cavab, partiyanın bəyan edilən nöqteyi-nəzərini nəzərə almaqla, bu anketin müəlliflərinin ehtimalıdır.

    կուսակցության բացատրությունը: Կուսակցությունն այս հարցում չունի միասնական դիրքորոշում: Ըստ այդմ, ընտրված պատասխանը, հաշվի առնելով կուսակցության հայտարարված աշխարհայացքը, այս հարցաշարի հեղինակների ենթադրությունն է:

  9. 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? არა
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს; პარტიის განმარტება: ამ საკითხზე პარტიას არ აქვს ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია. შესაბამისად, შერჩეული პასუხი, პარტიის გაცხადებული მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, ამ კითხვარის ავტორთა ვარაუდია.

    Комментарий партии: У партии нет единой позиции по этому поводу. Соответственно, выбранный ответ с учетом заявленного мировоззрения партии, является предположением авторов анкеты.

    Partiya şərhi: Bu suala partiyanın vahid formalaşdırılmış mövqeyi yoxdur. Müvafiq olaraq, seçilmiş cavab, partiyanın bəyan edilən nöqteyi-nəzərini nəzərə almaqla, bu anketin müəlliflərinin ehtimalıdır.

    կուսակցության բացատրությունը: Կուսակցությունն այս հարցում չունի միասնական դիրքորոշում: Ըստ այդմ, ընտրված պատասխանը, հաշվի առնելով կուսակցության հայտարարված աշխարհայացքը, այս հարցաշարի հեղինակների ենթադրությունն է:

  11. 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? არა

გარემოსდაცვითი საკითხები

  1. 1. უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება? დიახ, მაგრამ მხოლოდ მინიმალური მოთხოვნები უნდა დაწესდეს

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა, თუმცა შეიძლება, ფინანსურად წახალისდნენ ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები
  2. 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? არა პარტიის განმარტება: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, საკუთარი შემოსავლიდან საგადასახადო შეღავათების ნაცვლად მათთვის სასურველ რელიგიურ, ან არაკომერციულ ორგანიზაციას გადაურიცხონ შემოწირულება.

    Комментарий партии: Граждане должны иметь право переводить пожертвования из своего дохода религиозной или некоммерческой организации по своему выбору вместо налоговых льгот.

    Partiya şərhi: Vətəndaşlar vergi güzəştləri əvəzinə öz gəlirlərindən istədikləri bir dini və ya qeyri-kommersiya təşkilatına ianə vermək hüququna sahib olmalıdırlar.

    կուսակցության բացատրությունը: Քաղաքացիները պետք է իրավունք ունենան իրենց եկամուտներից նվիրատվությունները փոխանցել իրենց նախընտրած կրոնական կամ ոչ առևտրային կազմակերպությանը ՝ հարկային արտոնությունների փոխարեն:

  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? არა
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? არა
  5. 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? დიახ
  6. 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს პარტიის განმარტება: ამავე დროს უნდა არსებობდეს რეზერვისტების ნებაყოფლობითი პროგრამა. სავალდებულოობა კი მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.

    В то же время должна быть программа добровольных резервистов. Обязательство существует только во время войны.

    Eyni zamanda ehtiyatda olanların (rezervistlərin) könüllü proqramı olmalıdır. Yalnız müharibə şəraitlərində icbari olmalıdır.

    Միևնույն ժամանակ, պետք է լինի կամավոր պահեստազորային ծրագիր: Պարտավորությունը միայն պատերազմական իրավիճակում է:

  7. 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ, მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე/ქონებაზე

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა).
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? დიახ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  4. 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  5. 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? არა
  6. 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ
  7. 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
  8. 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა

განათლების საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას? დიახ პარტიის განმარტება: მხოლოდ შესაბამისი ასაკიდან.

    Комментарий партии: Только с подходящего возраста.

    Partiya şərhi: Yalnız müvafiq yaşdan.

    Միայն համապատասխան տարիքից:

  2. 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება? დიახ პარტიის განმარტება: მხოლოდ მშობლების თანხმობით იქნება დაშვებული ისიც არასასწავლო საათებში.

    Комментарий партии: Только с согласия родителей будет допущено, но только во время неучебных часов.

    Partiya şərhi: Yalnız valideynlərin razılığı ilə icazə verilir və bu da qeyri-dərs saatlarında.

    կուսակցության բացատրությունը: Թույլատրվում է միայն ծնողների համաձայնությամբ, այն էլ ոչ ուսումնական ժամերին:

  3. 3. სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს თუ არა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები? არა, მხოლოდ სკოლამდელი ასაკის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების განათლების ხარჯები უნდა დაფაროს