პარტიის პასუხები
სამართლიანობისთვის
სოციალურ-ეკონომიკური საკითხები
- 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
- 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
- 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
- 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
- 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ
- 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად დაბალი
- 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ, მხოლოდ წვრილი გლეხური მეურნეობების;
- 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა
- 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? არა
- 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? არა, გარდა გაუპატიურების, ან დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობისას.
- 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? დიახ, „ონლაინ“ აზარტული თამაშები (ანუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი) უნდა აიკრძალოს, ხოლო ფიქსირებულ ადგილზე აზარტული თამაშები მხოლოდ სპეციალურ გეოგრაფიულ ზონებში შეიძლება იყოს დაშვებული;
გარემოსდაცვითი საკითხები
საშინაო საკითხები
- 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ
- 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ
- 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
-
4.
უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი?
დიახ
პარტიის განმარტება: დიახ, თუმცა არა ამ მოცულობით.
Да, но у них должно быть меньше финансирования.
Bəli, lakin daha az maliyyələşdirməli olmalıdırlar.
Այո, բայց նրանք պետք է ավելի քիչ ֆինանսավորում ունենան:
- 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? არა
-
6.
ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას?
არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს
პარტიის განმარტება: ქვეყანა ეტაპობრივად უნდა გადავიდეს პროფესიულ ჯარზე.
Комментарий партии: Страна должна постепенно переходить к профессиональной армии.
Partiya şərhi: Ölkələr mərhələlərlə peşəkar orduya keçməlidirlər.
կուսակցության բացատրությունը: Երկիրն աստիճանաբար պետք է անցնի պրոֆեսիոնալ բանակի: - 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები
- 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა).
- 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა
საგარეო პოლიტიკის საკითხები
- 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
- 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
- 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
- 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
- 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ
- 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ, თუმცა რუსეთის პროვოკაციას რომ არ აყოლოდა, საქართველოს შეეძლო ომის თავიდან აცილება
- 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
- 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა
განათლების საკითხები
-
1.
ემხრობით თუ არა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას?
დიახ
პარტიის განმარტება: დიახ, მაგრამ იმ მოცულობით,რაც აუცილებელია სამოქალაქო განათლებისათვის.
Комментарий партии: Да, но в той мере, в какой это необходимо для гражданского образования.
Partiya şərhi: Bəli, amma mülki təhsil üçün lazım olacaq həcmdə.
կուսակցության բացատրությունը: Այո, բայց քաղաքացիական կրթության համար անհրաժեշտ չափով։
- 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება? დიახ
- 3. სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს თუ არა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები? არა, მხოლოდ სკოლამდელი ასაკის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების განათლების ხარჯები უნდა დაფაროს