პარტიის პასუხები

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო (სტრატეგია აღმაშენებელი)

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? არა, არსებობს ბევრი სხვა კრიტერიუმი (განათლება, გამოცდილება, თანამდებობის სპეციფიკა და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? არა
  7. 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? არა, სახელმწიფომ მხოლოდ არამატერიალური/არაფულადი დახმარება შეიძლება გაწიოს
  8. 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა
  9. 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? არა
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს;
  11. 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? არა პარტიის განმარტება: სრულად არ უნდა აიკრძალოს, რეკლამა უნდა შეიზღუდოს.

    Комментарий партии: Не следует запрещать полностью, следует ограничивать рекламу.

    Partiya şərhi: Tamamilə qadağan edilməməli, reklam məhdudlaşdırılmalıdır.

    կուսակցության բացատրությունը: Դա չպետք է ամբողջությամբ արգելվի, գովազդը պետք է սահմանափակվի:

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ
  2. 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ
  5. 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
  6. 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს
  7. 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  4. 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  5. 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ
  6. 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ
  7. 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
  8. 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა