პარტიის პასუხები

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
  7. 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ
  8. 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული;
  9. 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? არა
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ
  11. 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? დიახ, „ონლაინ“ აზარტული თამაშები (ანუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი) უნდა აიკრძალოს, ხოლო ფიქსირებულ ადგილზე აზარტული თამაშები მხოლოდ სპეციალურ გეოგრაფიულ ზონებში შეიძლება იყოს დაშვებული;

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ
  2. 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ
  5. 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? არა
  6. 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს
  7. 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? არა
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა პარტიის განმარტება: ვინაიდან არარეალისტურია და სახიფათოა, ვიდრე რუსეთის ბაზები არის საქართველოს ტერიტორიაზე.

    Комментарий партии: Потому что это нереально и опасно, до тех пор пока российские базы на территории Грузии.

    Partiya şərhi: Çünki Rusiya bazalarının Gürcüstan ərazisində olduğu müddət ərzində qeyri-realist və təhlükəlidir.

    կուսակցության բացատրությունը: Քանի որ դա անիրատեսական է ու վտանգավոր, քանի Վրաստանի տարածքում գտնվում են ռուսական բազաներ:

  4. 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? არა
  5. 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ
  6. 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ, თუმცა რუსეთის პროვოკაციას რომ არ აყოლოდა, საქართველოს შეეძლო ომის თავიდან აცილება
  7. 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ პარტიის განმარტება: მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს, უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე მხოლოდ შემდგომ ეტაპზე შეიძლება საუბარი.

    Комментарий партии: Да, для деоккупации наших территорий нам нужно вести переговоры. О добрососедских отношениях можно будет говорить только на более позднем этапе.

    Partiya şərhi: Bəli, amma ərazilərimizin işğaldan azad edilməsi üçün danışıqlar aparmaq lazımdır. Mehriban qonşuluq münasibətləri üzrə yalnız gələcək mərhələdə danışmaq olar.

    կուսակցության բացատրությունը: Այո, բայց որպեսզի մեր տարածքները վերադարձնենք, մենք պետք է բանակցենք: Բարիդրացիական հարաբերությունները կարող են քննարկվել միայն հաջորդ փուլում:

  8. 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა პარტიის განმარტება: კეთილმეზობლური ურთიერთობები ვერ იქნება, ვიდრე დეოკუპაციის საკითხებში წინსვლა არ იქნება მიღწეული.

    Комментарий партии: Нет. Добрососедские отношения невозможны до тех пор, пока не будет достигнут прогресс в вопросах деоккупации.

    Partiya şərhi: Xeyr. Torpaqların işğaldan azad edilmə məsələlərində irəliləyiş əldə edilməyənə qədər, mehriban qonşuluq münasibətləri ola bilməz.

    կուսակցության բացատրությունը: Ոչ, բարիդրացիական հարաբերություններ չեն կարող լինել, քանի դեռ առաջընթաց չի գրանցվել ապազավթման հարցերում: