პარტიის პასუხები
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
სოციალურ-ეკონომიკური საკითხები
- 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
- 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
- 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ, მაგრამ მხოლოდ მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს
- 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
- 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ, მაგრამ არა მათთვის, ვისაც შეუძლია მუშაობა
- 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
- 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ
- 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა
- 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? არა
- 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს;
- 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? არა
გარემოსდაცვითი საკითხები
საშინაო საკითხები
- 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა, თუმცა შეიძლება, ფინანსურად წახალისდნენ ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები
- 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? არა
- 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? არა
- 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? არა
- 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
- 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს
- 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები
- 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა).
- 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო
საგარეო პოლიტიკის საკითხები
- 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
- 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
- 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
- 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
- 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ
- 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ
- 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
- 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა