პასუხების შედარება

ჩემი პასუხების 66.41% ემთხვევა
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის მოსაზრებებს

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 68.18 %

  1. თქვენი პასუხი ემთხვევა 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა არა
  2. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ, უფრო მეტიც, კერძო კომპანიები ვალდებული უნდა იყვნენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია სახელფასო განაკვეთების კატეგორიების შესახებ დიახ
  3. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ, მაგრამ მხოლოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების კონტროლის უფლებამოსილებით. დიახ
  4. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. თქვენი პასუხი ემთხვევა 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ დიახ
  6. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად დაბალი დიახ
  7. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ, მხოლოდ მსხვილი ფერმერული მეურნეობების დიახ
  8. თქვენი პასუხი ემთხვევა 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული; დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული;
  9. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? დიახ, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებისათვის არა
  10. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს; დიახ
  11. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? არა, მხოლოდ „ონლაინ“ აზარტული თამაშები (ანუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი) უნდა აიკრძალოს. დიახ, „ონლაინ“ აზარტული თამაშები (ანუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი) უნდა აიკრძალოს, ხოლო ფიქსირებულ ადგილზე აზარტული თამაშები მხოლოდ სპეციალურ გეოგრაფიულ ზონებში შეიძლება იყოს დაშვებული;

გარემოსდაცვითი საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 100.00 %

  1. თქვენი პასუხი ემთხვევა 1. უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება? დიახ დიახ

საშინაო საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 71.43 %

  1. თქვენი პასუხი ემთხვევა 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ დიახ
  2. თქვენი პასუხი ემთხვევა 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ დიახ
  3. თქვენი პასუხი ემთხვევა 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ დიახ
  4. თქვენი პასუხი ემთხვევა 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ დიახ
  5. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით არა
  6. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? დიახ, როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის არა, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს
  7. თქვენი პასუხი ემთხვევა 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ დიახ

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 50.00 %

  1. თქვენი პასუხი ემთხვევა 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? დიახ დიახ
  2. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? დიახ, უფრო მეტიც, მისი მოყვანა და ყიდვა-გაყიდვაც უნდა იყოს ლეგალური არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო

საგარეო პოლიტიკის საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 71.88 %

  1. თქვენი პასუხი ემთხვევა 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ დიახ
  2. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ არა
  3. თქვენი პასუხი ემთხვევა 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა არა
  4. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ არა
  5. თქვენი პასუხი ემთხვევა 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? დიახ დიახ
  6. თქვენი პასუხი ნაწილობრივ ემთხვევა 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ დიახ, თუმცა რუსეთის პროვოკაციას რომ არ აყოლოდა, საქართველოს შეეძლო ომის თავიდან აცილება
  7. თქვენი პასუხი ემთხვევა 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ დიახ
  8. თქვენი პასუხი ემთხვევა 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა არა

განათლების საკითხები ემთხვევა თქვენი პასუხების 33.33 %

  1. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 1. ემხრობით თუ არა საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ საგნის არსებობას? დიახ არა
  2. თქვენი პასუხი არ ემთხვევა 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური რიტუალების ჩატარება? არა დიახ
  3. თქვენი პასუხი ემთხვევა 3. სახელმწიფომ სრულად უნდა დაფაროს თუ არა სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები? დიახ დიახ